среда, 9 декабря 2009 г.

რონდინეს 14 პუნქტი კავკასიაზე მშვიდობისათვის


 “მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთ თანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორის დიალოგით აიგება.” – ასე იწყება “ლა-ვერნა”-ში ფრანჩესკო ასიზელის ტაძარში (იტალია) ჩატარებულ კავკასიის ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე (VENTIDIPACESUCAUCASO/მშვიდობის ქარები კავკასიაზე) შემუშავებული დოკუმენტის პრეამბულა.ამ დოკუმეტს “რონდინეს 14 პუნქტი-კავკასიაზე მშვიდობისათვის” ეწოდება.(“14 Punti per la Pace nel Caucaso”).
მას სიმბოლურ საფუძვლად პრეზიდენტ ვისონის მიერ 90 წლის წინ შემუშავებული “14 პუნქტი” ჩაედო, რომელიც თავის დროზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის საფუდძვლად მოგვევლინა.
კონფერენციის ჩატარების იდეა დაიბადა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ- --საქართველოს შორის წარმოებულ ომზე პასუხის გასაცემად. იდეის ავტორები გახლავენ ასოციაცია “Rondine Cittadella della Pace”-ს (რონდინე - მშვიდობის ციტადელის) კავკასიელი სტუდენტები. მათ შორის ქართველები, რუსები, აფხაზები, ოსები, ჩეჩნები და ინგუშები. აღსანიშნავია, რომ მათ მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში გვერდით ედგნენ და აქტიურად ეხმარებოდნენ “რონდინეს” ასევე სხვა სტუდენტებიც: ახლო აღმოსავლეთიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან და აფრიკიდან. სწორედ ამ ფაქტისა გამო, მოწვეულ იქნა ეს კონფერენცია, სადაც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სენატის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ გარდა იყვნენ სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და პრაქტიკულად ყველა კავკასიური ქვეყნიდან თუ ავტონომიური რეგიონიდან ჩრდილო კავკასიის რეგიონების ჩათვლით.
დოკუმენტის საწყისი ფორმა შემუშავებული იქნა სტუდენტების მიერ, ხოლო მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულმა 150 სტუმარმა, რომლებიც 16 – 19 მაისის ჩათვლით “La Verna”-ში (იტალია) აქტიურად განიხილავდნენ მის თითოეულ პუნქტს.
კონფერენციაზე “რონდინეს 14 პუნქტი” – ის გარდა კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ ტრადიციას დაედო საფუძველი. გადაწყდა ჩატარებულიყო რთველი ტოსკანის (ცენტრალური იტალიის რეგიონი) მეღვინეობის ყველაზე პრესტიჟულ ზონაში “კიანტის ვენახებში”, სადაც რონდინეს სტუდენტების მიერ დაკრეფილი ყურძნიდან დამზადდებოდა “VIGNA DELLA PACE” (მშვიდობის ღვინო). ეს იდეა წარმატებით განხორციელდა და ამაწლის 21 ოქტომბერს ამ ღვისნი ნომერ 1 ბოთლი საპატიოდ გადაეცა რომის პაპს ბენედექტო XVI-ს “რონდინეს 14 პუნქტი-კავკასიაზე მშვიდობისათვის” დოკუმენტთან ერთად.
როგორც მოგეხსენებათ, რომის პაპი არა მარტო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლია, არამედ იგი ამავდროულად სახელმწიფოს პირველი პირი გახლავთ. აქედან გამომდინარე ეს ჟესტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს.
კონფერენციის ჩატარებისა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მიღების შემდეგ ასოციაცია რონდინე, მუშაობის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, რომელიც გულისხმობს, დოკუმენტის ფართო პოლიტიკურ წრეებში გავრცელებას. ამ დროისთვის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, რომელიც ამავდროულად კონფერენციის ჩატარების მთავარი ხელშემწყობი გახლდათ, დოკუმენტი გადაცემულ იქნა იტალიაში საქართველოს, სასომხეთის, აზერბაიჯანისa da TurqeTis ელჩებისათვის, გარდა ამისა დაგეგმილია შეხვედრები რუსეთისა და თურქეთის ელჩებთან. ისინი კი, თავის მხრივ, ზემოთაღნიშნულ დოცუმენტს მათი ქვეყნების მთავრობებს წარუდგენენ.
პოსტკონფერენციული სამუშაო პროცესის შემდგომ ეტაპად მოგვევლინება ასოციაციისა და მისი სტუდენტების ვიზიტი კავკასიის რეგიონში და “რონდინეს 14 პუნქტი-კავკასიაზე მშვიდობისათვის” ოფიციალური პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ როგორც კონფერენციის ჩატარების პროცესი, ასევე მისი შემდგომი ეტაპები ფართოდ იქნა გაშუქებული იტალიისა და სხვა საერთაშორისო მასმედიით.
“რონდინეს 14 პუნქტი” არაერთჯეროვნად იქნა შეფასებული სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, რომელთა შორის ფრიად აღსანიშნავია იტალიაში საქართველოს ელჩის ბატონ კონსტანტინე გაბაშვილის კომენტარი: “დოკუმენტის საწყის ფორმაში მეტწილად სტუდენტთა გრძნობები და ემოციები ჭარბობდა, ხოლო მისი საბოლოო ვესია ძლიერ პოლიტიკურ დოკუმენტადაა ჩამოყალიბებული. გილოცავთ”.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი კავკასიაზე მშვიდობისათვის, რონდინე მშვიდობის ციტადელის ("Rondine Cittadella della Pace") სტუდენტთა თანაცხოვრების წარმატებულ გამოცდილებასა და მათ მიერ გამომუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ, შეინარჩუნონ ჩვენი საერთო ისტორიული და კულტურული ფესვების ფასეულობები და გაამყარონ დამაახლოვებელი მახასიათებლები, ადამიანისა და ხალხთა ძირითადი უფლებების დაცვით.

მშვიდობა ის საერთო სიმდიდრეა, რომელსაც შეჰნატრის კავკასიის ყოველი ერი. იგი ურთიერთთანამშრომლობით, პიროვნების პატივისცემითა და კულტურათაშორის დიალოგით აიგება.
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გთავაზობთ პროგრამის შემდეგ პუნქტებს, რომლებიც მიგვაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისათვის.
1) საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა კავკასიასა და მსოფლიოში, რომლებიც უბიძგებს მთავრობებს კონფლიქტში ჩართულ მხარეთაშორის მოლაპარაკებათა მუდმივმოქმედი მაგიდის შექმნისაკენ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში არსებული წინააღმდეგობების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების გამოსამუშავებლად.
2) კავკასიის რეგიონში კონფლიქტში ჩართული თითოეული მხარისათვის მოწოდება, ნებისმიერი უთანხმოების მოლაპარაკებათა მაგიდაზე გადატანისაკენ, რათა არსებობდეს ძალის გამოყენების გარეშე კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალება.
3) ხელსაყრელი პირობების შექმნა, იმისთვის, რომ მოლაპარაკებათა მუდმივმოქმედი მაგიდა გარდაიქმნეს ადგილად, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა ძალისხმევის გაერთიანება, ჰუმანიტარული, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ზრდისა და განვითარებისათვის, რეგიონის ეტაპობრივი და კოორდინირებული განიარაღების იმედით.
4) რეგიონის კონფლიქტებში დაზარალებულებისათვის სოციალური სტატუსისა და უფლებების აღდგენა, დაბრუნების უფლების გათვალისწინებით ყველასათვის, ვინც ომის შედეგად იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლი, ყველა მხარისათვის უსაფრთხოების გარანტიით, დიალოგისა და სხვა ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებით.
5) პირობების შექმნა, რომლებიც კავკასიის სხვადასხვა ტერიტორიის საწარმოთაშორის გაამარტივებენ თანამშრომლობას და საფუძველს ჩაუყრიან ერთიანი კავკასიური ეკონომიკური სივრცის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციასა და ადამიანების, კაპიტალის, ნაწარმისა და მომსახურეობების თავისუფალ გადაადგილებას, ამავდროულად ბუნებრივი გარემოს დაცვის გარანტიით.
6) რეგიონში საერთაშორისო პირველ რიგში ევროპული კომპანიების შემოსვლის პირობების გამარტივება, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ კავკასიური ეკონომიკის განვითარებაში, ასევე შემუშავება ფინანსური სტიმულების გეგმისა, რომელიც რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისაკენ იქნება მიმართული.
7) საერთო პროექტების განვითარება მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში, დიალოგისა და ტოლერანტობის მხარდასაჭერად, რომელიც საჭიროა სირთულეებისა და არასწორი აზრის გადასალახავად, რაც ერთმანეთის კარგად არცოდნაზეა დამყარებული.
8) საერთო კულტურათაშორისი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მოიცავენ ენებისა და საზაფხულო, ადგილობრივ და საერთაშორისო სკოლებსა და ბანაკებს, რომლებსაც ექნებათ შეთანხმებული პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს მისცემს ერთმანეთის გაცნობის, კულტურებისა და ენების განსხვავებულობის აღქმისა და ამავდროულად შენარჩუნების საშუალებას.
9) საუნივერსიტეტო ინიციატივების მხარდაჭერა, როგორც რეგიონის შიგნით მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისათვის, ასევე კავკასიელ სტუდენტთა გასაგზავნად საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, და საუნივერსიტეტო კურსებისა და კვლევითი პროექტების შესაქმნელად მშვიდობისა და კონფლიქტების გადაწყვეტის თემაზე.
10) პლურალისტური, მრავალ ენობრვი და რეგიონთაშორისი ხასიათის ტელე-რადიო არხებისა და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დაფინანსება და მხარდაჭერა.
11) გაერთიანების ერთ-ერთ საშუალებად, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ხმელთაშუაზღვის თამაშების მოდელით.
12) კულტურული ინიციატივებისა და ფესტივალების "კავკასიის დღეები"-ს ჩატარება (კინომატოგრაფიის, თეატრის, ფოლკლორის, ხელოვნების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის), რომლებიც ხელს შეუწყობენ გაცნობასა და ხაზს გაუსვამენ რეგიონის საერთო კულტურულ ფონდს, ყოველი ხალხის თავისებურებების პატივისცემით.
13) რონდინეს სტუდენტთა გამოცდილება დაედოს საფუძვლად კავკასიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მოღვაწეობას, რომელიც შესაძლებელს გახდის რეგიონის ყველა ხალხთა ერთიანი ახალგაზრდული ფორუმის ჩამოყალიბებას. რის ერთ-ერთ ხელსაწყოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტერნეტ საიტი, რომელიც გაამარტივებს რეგიონის სხვადასხვა ენაზე ინფორმაციის გაცვლას და უზრუნველყოფს პრობლემების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
14) რელიგიათაშორის დიალოგის განვითარების მხარდაჭერა საერთო მშვიდობისა და ძმობისათვის.